“გრიპის შემთხვევების იმატების – ეპიდემიის საფრთხე არ არის”
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის. ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებაა.
ამირან გამყრელიძის თქმით, 100 ათას მოქალაქეზე დაავადების 254 შემთხვევა ფიქსირდება, რაც საგანგაშო მონაცემი არ არის.
მისი მტკიცებით, “ჯანდაცვის უწყება ზამთარს მომზადებული ხვდება, არსებობს ანტივირუსული პრეპარატების საჭირო მარაგი და სამედიცინო დაწესებულებებიც გამართულად მუშაობენ”.