კალიფორნიაში 1000-ძალიანი Lucid Air-ის პრეზენტაცია შედგა [Video]

ამერიკულ-ჩინურმა სტარტაპმა, Lucid Motors-მა ფრიმონტში (კალიფორნია) ცატარებულ საგანგებო ღონისძიებაზე თავისი პირველი მოდელი – 1000-ძალიანი ელექტროსედან Air-ი წარმოადგინა.

სუპერკარის მახასიათებლებიანი ავტომობილს თითოეულ ღერძზე 2 ელექტროძრავა აქვს, ასევე აკუმულატორის დამტენი ელემენტების ორი ვარიანტი – 100 და 130 კვტ/სთ-ზე გათავლილი. პირველი სტანდარტული ვარიანტი ავტომობილს კვების გარეშე 545 კილომეტრის დაფარვის საშუალებას აძლევს, ხოლო მეორე ვარიანტი – 645 კილომეტრისა. ინფორმაციას გამოცემა Mashable ავრცელებს.

კომპანია Air-ების გამოშვებას არიზონაში მშენებარე ახალ ქარხანაში, 2018 წელს გეგმავს.

Lucid Air-ის საწყისი ფასი 100 ათასი დოლარი იქნება, ხოლო ტირაჟი 250 ეგზემპლარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button