მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“50%-ს კარგად ვართ აცდენილი”

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების, მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ეს განცხადება მან „ღამის კურიერში“ გააკეთა.

კობახიძემ „Edison Research“-ის ბოლო კვლევა შეაფასა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არა 39%-ს, არამედ 50%-ზე მეტ აიღებს.

„ჩვენ გვაქვს ანალოგიურად მონაცემები, ასევე კეთდება ე.წ. ალოკაცია. ჩვენი მონაცემებით 3-ის მაგივრად 4 არ წერია, მეტი წერია, პირველი ციფრი, ეს შემიძლია გითხრათ. 50%-ს კარგად ვართ აცდენილი. 100%-ზე რომ დავსვათ, რომც გაიუმჯობესონ მონაცემები, 16% და 5% არის მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მათ მიიღონ, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. იმედი მაქვს, ნაცმოძრაობა ვერ მიიღებს 16%-ზე მეტს და „ევროპული საქართველო“ 5%-ზე მეტს. ეს აუცილებელია, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს.” – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „Edison Research“-ის ბოლო კვლევების ჩამტარებელ ქართულ საველე კომპანიას რიცხვების გაყალბება შეეძლო.

„„ედისონი“ საერთაშორისო კომპანიაა. ისინი მალავენ, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ჩვენც გვაქვს კვლევების ჩატარების კუთხით გამოცდილება და ძალიან კარგად ვიცით. როდესაც ბრენდი გამოიყენება საერთაშორისო კომპანიის, ისინი ჩართული არიან, რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიის შემუშავებაში, მაგრამ ველზე მუშაობს ქართული კომპანია, რომელსაც ისინი მალავენ. „ედისონს“ ვერაფერს დავაბრალებთ, მაგრამ ველზე მომუშავე კომპანიას, შეეძლო ეს გაეყალბებინა.” – განაცხადა კობახიძემ.

მოისმინეთ ირაკლი კობახიძის ხმა.

კობახიძემ მაჟორიტარ კანდიდატებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, 30-ვე შემთხვევაში, პირველ ტურში მმართველმა გუნდმა მოიგოს.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება – 39%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%;

ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5%;

მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button