მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 13 ინფიცირებული, 5 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 268 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button