50 წლის ჯენეტ ჯექსონი პირველი შვილის დაბადებას ელოდება [Photo/video]

მაიკლ ჯექსონის უმცროსმა დამ, ამერიკელმა მომღერალმა ჯენეტ ჯექსონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პირველი შვილის დაბადებას ელოდება.

როგორც ცნობილია, იგი 42 წლის ყატარელ მილიარდერს, უისამ ალ მანას 2012 წელს ცოლად გაჰყვა.

ჯენეტმა ფეხმძიმობის დამადასტურებელი ფოტოსურათი ჟურნალ People-ში გამოაქვეყნა.

უცხოეთის მასმედიის ინფორმაციით, 50 წლის ჯექსონმა აპრილის თვეში დაგეგმილი Unbreakable World ტური შეწყვიტა, კომენტარებისგან თავს იკავებდა და საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა. იგი სექტემბერში ლონდონში შენიშნეს, სადაც საბავშვო ოთახისთვის ავეჯს ყიდულობდა.

ჯენეტ დამიტა ჯო ჯექსონი (დ. 1966 წლის 16 მაისი) — ჯექსონების ლეგენდარული ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. მან სახელი გაითქვა სოციალურად პროვოკაციული და სექსუალურად ემოციური ჩანაწერებით, ასევე საგულდაგულოდ დადგმული შოუებით, სატელევიზიო და კინოროლებით. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ჯენეტი პოპულარული კულტურის ერთ-ერთი გამოჩენილ ფიგურად ითვლება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44235″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button