დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ლარის კურსის ვარდნა ნეგატივს იწვევს”

ლარის კურსთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე პრემიერმა კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს საზოგადოებაში, რაც არასასურველია მართველი გუნდისთვისაც.
”ბაზარი არის ღია. ეს არის მცურავი კურსი. შესაბამისად, როდესაც მცურავი კურსის დროს კურსი დგინდება, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება. ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, კომენტარები ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა, ამ კომენტარის და ციფრების მიხედვით, რაც მე მაქვს ნანახი, არ არის ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button