მსოფლიოსიახლეები

52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები სააღდგომოდ

საბერძნეთში აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. „ასოშეითედ პრესის“ ინფორმაციით, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცედენტო ზომაა.

ამასთან, საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და არ შეიკრიბონ.

ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელის, სტავროს ბალსაკასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ხალხი კანონს დაემორჩილება.

„ყველგან პოლიციელს ვერ დავაყენებთ. თუ ვნახავთ სადმე შეკრებილებს, დავაჯარიმებთ. ჩვენ ეკლესიებთან ვიქნებით და იმედი გვაქვს, იქ ხალხი არ მივა“, – აღნიშნა ბალსასკასმა.

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. მთელმა რიგმა სასულიერო ლიდერებმა მრევლს მოუწოდეს, ამ დღეებში ეკლესიებში მისვლისგან თავი შეიკავონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button