მსოფლიოსიახლეები

კორონავირუსისგან 99 წლის ომის ვეტერანი გამოჯანმრთელდა

ბრაზილიაში კორონავირუსისგან 99 წლის კაცი გამოჯანმრთელდა. ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია.

ერმანდო პივეტა 23 მარტიდან სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მას კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა, მას შემდეგ, რაც სიმპტომების გამოვლენის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. კაცი 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა და სამშაბათს, 14 აპრილს გაწერეს. ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პივეტა ყველაზე ასაკოვანია, ვინც ბრაზილიაში კორონავირუსი დაამარცხა.

“მისი დიაგნოზი ასაკის გამო სერიოზული იყო. მაგრამ მოულოდნელად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასეთი შემთხვევები გვაძლევენ სიმამაცეს, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა”, – თქვა პივეტას ექიმმა.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 29 015 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 14 026 ადამიანი გამოაჯნმრთელდა, 1 760 კი, გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button