მნიშვნელოვანისიახლეები

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული როგორც თეატრში ისე კინოში. მსახიობი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, გამო სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 14 და 15 სექტემბერს, ხოლო მსახიობს 16 სექტემბერს დაკრძალავენ.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button