მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

554 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი

Сovid-19 -ის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში გამოვლინდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მედიასთან განაცხადა.

ენდელაძის თქმით, თბილისში – 65 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, იმერეთში – 63, სამეგრელო ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში 4 და კახეთში – 1 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში Covid-19 სულ 8 118 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 244 უკვე გამოჯანმრთელდა, 50 კი დაიღუპა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1100 პირი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button