მამუკა ღლონტი: ხელისუფლების გარკვეული სეგმენტები ამ უკანონობას დირიჟორობენ

რადიო თბილისმა ექსკუზიური ინტერვიუ ჩაწერა პირველ მაესტროელთან, მამუკა ღლონტთან, რომელიც 2 თვეზე მეტია მისი განცხადების განხილვას სასამრთლოსგან ელოდება.
მამუკა ღლონტი ფიქრობს, რომ რაც დღეს “მაესტროში” ხდება ხელისუფლების გარკვეული პირები დირიჟორობენ.
მოუსმინეთ ინტერვიუს
ბატონო მამუკა, რას ფიქრობთ საჯარო რეესტრის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ „მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა?
მიმდინარეობს დიდი უკანონობა და უსამართლობა, იმიტომ რომ ის საკითხები რაც ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ შეიძლება გადაწყვეტილიყო, სასამართლომ გადაწყვიტა 24 საათში, ხოლო ის საკითხი, რომელიც არის ჩემი საკითხი, როცა მე ვედავები სასამართლოს წილს 2 თვეა რაც განცხადება შეტანილი მაქვს და დღემდე არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილი ეს საკითხი. აქ უკვე ბრმაც კარგად დაინახავს რასთან გვაქვს საქმე.
თქვენ ფიქრობთ რომ ეს კვალი ხელისუფლებისკენ მიდის?
ისე ჭრელია ეს ქართული ოცნება, ასე რომ ვთქვა მთელი ხელისუფლება ამაში ჩართულია, რათქმაუნდა არა, მაგრამ ხელისუფლების გარკვეული სეგმენტები და პიროვნებები ალბათ ჩართული არიან და დირიჟორობენ ამ უსამართლობას.
დღეს ბაია გადაბაძემ განცხადება გაავრცელა თანამშრომლებისადმი, თქვენ რას ეტყვით მაესტროელებს?
მე ვეტყვი, რომ პოლიტიკოსი, როდესაც არის არხის დირექტორი, ის არხი ვერ იქნება ვერასდროს იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი. ლევან გაჩეჩილაძე კი პოლიტიკოსია და მე არცერთ ნამდვილ ჟურნალისტს არ ვურჩევ კარიერის გაფუჭებას და მუშაობას პოლიტიკოსის ქვეშ.
თუ ლევან გაჩეჩილაძემ შეასრულა თავის უფლებამოსილება, როგორი იქნება თქვენი პოზიცია, რას მოიმოქმედებთ?
საბოლოო ჯამში სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენ მალე ვნახავთ იმ ადამიანებს რაც დაემართებათ ვინც უკანონობა ჩაიდინა, ვინც ამას შეუწყო ხელი. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მედიის წინააღმდეგ გალაშქრება საბოლოო ჯამში გამლაშქრებლის სასიკეთოდ დასრულდა. მე ძალიან მეცოდება ყველა ის ადამიანი ვინც ამ პროვოკაციებს აწყობს.
ამ მოვლენებს წინ უძღვოდა გოგა ხაინდრავას მხიდან მაესტროს ეთერში საკმაოდ ხმამაღალი და სკანდალური განცხადებები, ხომ არ უკავშირებთ ამ მოვლენებს იმას რაც ხდება დღეს?
გოგა ხაინდრავასთან საერთოდ რამის დაკავშირება მიჭირს, ამიტომ ამ კითხვას უკომენტაროდ დავტოვებ.