მნიშვნელოვანისაქართველო

56-ე საბავშო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი განახლდა

თბილისის 56-ე საბავშო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი განახლდა.

ჩუტყვავილას გართულებული ფორმით, 6 წლის ბავშვის დაღუპვის გამო და ჩუტყვავილას გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ერთი დღით იყო შეწყვეტილი.

შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები გუშინვე ჩატარდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ვირუსული დაავადების, ჩუტყვავილის შედეგად გარდაიცვალა.

“სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რამდენიმე დღეში მოკვლევა დასრულდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციების გაცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button