ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

”ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახის წევრმა ნინო დარასელმა დაადასტურა.

რჩეულიშვილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი 1992-2003 წლებში, მათ შორის 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე.

მსგავსი პოსტები

Back to top button