კანადაში ირემი კაცს დაეჯახა [Video]

Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ვირუსული გახდა.

ვიდეოთვალთვალის კამერამ უჩვეულო ინციდენტი დააფიქსირა. რგოლი იმ მომენტს ასახავს, როცა კაცს მანქანიდან გადმოსვლისთანავე ირემი ეჯახება.
როგორც გამოცემა Mashable წერს, როცა 25 წლის მამაკაცი პარკირების ადგილზე ავტომობილიდან გადმოდიოდა, მას უეცრად ირემი დაეჯახა და წააქცია.
„მოვტრიალდი და გამოქანებული ცხოველი დავინახე. სანამ უჩვეულო ფაქტის გაცნობიერება მოვახერხე, უკვე ასფალტზე ვიწექი“, – განაცხადა დაზარალებულმა. მისი თქმით, ირემს ძაღლი გამოეკიდა და როგორც ჩანს, ძალიან შეაშინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button