წამყვანის რეაქციამ სოცქსელების მომხმარებლები გაამხიარულა [Photo/Video]

ავსტრალიური ტელეარხის, ABC24-ის წამყვანმა – ნატაშა ექსელბიმ ვერ შენიშნა, რომ ვიდეოსიუჟეტი დასრულდა და იგი კვლავ პირდაპირ ეთერში ჩართეს. როგორც გამოცემა Mashable აღნიშნავს, ექსელბის რეაქციამ სოციალური მედია-ქსელების მომხმარებლების გულები დაიპყრო.

ვიდეოზე ის მომენტია დაფიქსირებული, როცა ჩაფიქრებული წამყვანი კალამს ათვალიერებს და უცბათ ისევ პირდაპირ ეთერში აღმოჩნდება.
წამყვანის მიმიკამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ რგოლი ვირუსული გახდა და რამდენიმე საათში 84 000 ნახვა დააგროვა.
„თანადგომისთვის მადლობას მოგახსენებთ. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული ეთერი მქონდა, მაგრამ კალამმა დიდი პოპულარობა შემძინა“- დაწერა Twitter-ში ექსელბიმ.

[print_gllr id=56387]

მსგავსი პოსტები

Back to top button