მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
589 ინფიცირებული, 215 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 5 260 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553 პირი. 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.