მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

6:1- “ჯვაროსნებმა” სომხეთის ნაკრები მეორედაც დაამარცხა⚽🇬🇪🇦🇲

23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები მეორეჯერ დაუპირიპისპირდნენ ერთმანეთს – საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს კვლავ სძლია, ამჯერად ანგარიშით 6:1. სომხეთის კარში 5 გოლი საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში გაიტანა.

წინა მარტში სომხეთში 20 მარტს გაიმართა და საქართველომ სტუმრად დაამარცხა მეზობელი ქვეყნის ნაკრები, ანგარიშით 0:3.

ვილი სანიოლის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა მეტოქე.

ამრიგად, საქართველო რჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, სომხეთი კი C დივიზიონში გადაინაცვლებს.

დუბლი გაიფორმეს ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ.

ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.

10 წუთში გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გოლით ნაკრებმა სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე გოლი 27-ე წუთზე შეაგდო ოთარ კიტეიშვილმა და დუბლი გაიფორმა.

35-ე წუთზე მიქაუტაძემ სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა – ეს მისი მეორე გოლი იყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი 5:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა ედგარ სევიკიანმა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – ხვიჩა კვარაცხელიამ, 62-ე წუთზე.

გიორგი მიქაუტაძეს ნაკრების შემადგენლობაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა – იგი საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შოთა არველაძეს, რომელსაც კარიერის განმავლობაში 26 აქვს გატანილი ნაკრების მაისურით.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები არსებობის ისტორიაში ერთმანეთს უკვე ცხრაჯერ შეხვდნენ. ხუთჯერ საქართველომ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

„პუტინ ხუილო“, – ისმოდა შეძახილები დინამო არენაზე დღევანდელ მატჩზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button