6 ათასამდე საწოლია მობილიზებული, აქედან 5 200 დაკავებულია-თამარ გაბუნია
ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 6000-მდე მობილიზებული საწოლფონდიდან 5200 დაკავებულია, აქედან 216 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე თამარ გაბუნია აცხადებს.
„მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელი დაწესებულება რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდით, რადგან ამის საჭიროება იკვეთება რომ იქნება. რაც შეეხება სასტუმროებს, სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება რომ დაემატოს მოკლე ხანში 1500 საწოლი სულ მცირე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი შეფასებით, კოვიდინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, მათ შორის ბავშვებში.
შეგახსენებთ, საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 1264 შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.