მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა

ლაგოდეხის კერძო და საჯარო სამსახურებში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს.

კოვიდ 19 დაუდასტურდათ შინაგან საქმეთა ლაგოდეხის რაიონული სამმართევლოს, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონულ სამსახურში აცხადებენ, რომ დაწესებულებები საქმიანობას არ შეწყვეტენ, ინფიცირებულთა კონტაქტები კი თვითიზოლაციაში გადავლენ.

ნუნუ ნოზაძის თქმით, კონტაქტში მყოფ ადამიანთა დიდ ნაწილს უკვე გაუკეთდა ტესტირება და მათ უარყოფითი მაჩვენებელი დაუდასტურდათ.

„მიუხედავად ამისა, ასეთი პირები მაინც დაექვემდებარებიან რეგულაციის წესს და თვითიზოლაციის შეზღუდვას. ისინი მხოლოდ 12 დღის შემდეგ დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობას.“ – აცხადებს ნოზაძე

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონა ვირუსი დაუდასტურდათ ლიბერთი ბანკის ლაგოდეხის ფილიალის თანამშრომლებს და ორგანიზაციამ საკუთარი ნებით, საქმიანობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყების დღიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2025 კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1750-ზე მეტია. ამ დროისთვის კი მკურნალობას 357 პაციენტი გადის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნობით, ლაგოდეხში გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელია. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ლაგოდეხში 160 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონა ვირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button