
“მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება”. – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა. მისივე თქმით, ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება.
„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს.“ – განაცხადა მალპასმა.
ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით, „უკიდურესი სიღარიბე“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანის დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია.