რეგიონისაქართველოსიახლეები

604 ინფიცირებულიდან, 198 სამ მუნიციპალიტეტს განეკუთვნება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისათვის ყურადღებას იმსახურებს ქვემო ქართლი და განსაკუთრებით, მისი სამი მუნიციპალიტეტი: ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ სამ მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის 198 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლნისის მუნიციპალიტეტშია:

“განსაკუთრებით მაღალი დასნებოვნება გვაქვს ბოლნისში, 117 დადებითი შემთხვევა, შემდეგ თეთრიწყაროში 48 და შემდეგ მარნეულში 33. ამიტომ ამ რეგიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ინტენსიური კვლევა“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვემო ქართლის აღნიშნულ 3 მუნიციპალიტეტში PCR ტესტირება 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა და გრძელდება მუშაობა ინფიცირებულთა ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 604 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 240 განიკურნა, 9 კი, გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button