მსოფლიოსიახლეები

Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი $30-ს გადასცდა

15 აპრილის შემდეგ პირველად, ნავთობზე ფასის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. რასაც სავაჭრო ბირჟებზე ასახული ტენდენცია ადასტურებს.

Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 12%-ით გაიზარდა და $30,49 შეადგინა. ასევე გაძვირდა WTI-ის ტიპის ნავთობი ბარელზე $24,12 -მდე.

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ბაზარზე ივლისის და ივნისის ფიუჩრსებზე დღეს დაფიქსირებული დადებითი დინამიკა ოპეკის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

1-ლი მაისიდან OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის მოპოვება შეამცირა. ორი თვის მანძილზე პირველად, მოპოვება 24 საათში 9,7 მილიონ ბარელს გაუტოლდება.

2020 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 7,7 მილიონი ბარელით შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 2022 წლის მაისამდე მოპოვება 5,8 მილიონ ბარელამდე დაიკლებს.

შეთანხმება 23 ქვეყანას შორის შეადგა. ასევე, ხელშეკრულების ფარგლებში, რუსეთმა და საუდის არაბეთმა გადაწყვიტეს, რომ ბაზრიდან 2,5 მილიარდ ბარელ ნავთობს გაიტანენ.

შეთანხმება მხარეებს შორის 12 აპრილს შეადგა.

2020 წლის 20 აპრილს, პირველად ისტორიაში, WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ნეგატიური გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button