მნიშვნელოვანირეგიონი

ინციდენტი თელავში – ნაცემია მოქმედი პოლიციელი

სოფელ იყალთოში უბნის დეტექტივ,- ინსპექტორს, 22 წლის გიორგი დედაბრიშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. ფიზიკური შეხლა- შემოხლა, ნაცემი ახალგაზრდის სახლთან ახლოს მოხდა.  ჩხუბი სავარაუდოდ უბნის დეტექტივ-ინსპექტორის მხრიდან, წინა დღეს განხორცილებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მოჰყვა.

თავად ნაცემი პოლიციელი და მისი ოჯახი მომხადარზე კომენტარს არ აკეთებს. ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, ოთხი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მასალა ჩასწორდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო ჰერეთთან პოლიციელებს შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. 

თავდაპირველად ჩვენს ვებგვერდზე მასალა ამ სახით გავრცელდა: 👇

თელავის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს შორის ინციდენტი მოხდა

სოფელ იყალთოში უბნის დეტექტივ,-ინსპექტორს, 22 წლის გიორგი დედაბრიშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და დედაბრიშვილის ცემაში მოქმედი პოლიციელიც მონაწილეობდა.

ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ნაცემი ახალგაზრდის სახლთან ახლოს მოხდა.

სავარაუდოდ, ჩხუბი, უბნის დეტექტივ-ინსპექტორის მხრიდან, წინა დღეს განხორცილებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მოჰყვა.

თავად ნაცემი პოლიციელი და მისი ოჯახი მომხადარზე კომენტარს არ აკეთებენ.

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, ოთხი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button