“ვაგნერის” ხელმძღვანელის თქმით რუსეთი საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდის
გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

“ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გამოხატა პრეტენზია რუსეთიდან არასაკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ. ეს კიდევ ერთი ნიშანია კრემლის მხირდან დაქირავებული მებრძოლების მზარდი იზოლაციის შესახებ, მაშინ, როცა ისინი სასტიკ ბრძოლაში არიან ბახმუტთან.
“ჭურვები მზადდება, მაგრამ რატომღაც ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ გლობალური მიზეზი, ვფიქრობ, შემდეგია. ვაგნერი არის ყველაზე ეფექტური დანაყოფი და ეს ყველა სამხედრომ იცის”, – თქვა პრიგოჟინმა ვიდეოში. ინტერვიუ გამოქვეყნდა გამოცემა RIAFAN-ის მიერ.
ცნობილია, რომ პრიგოჟინმა ბევრი დახარჯა 40 000 ტყვის გადასაბირებლად, რათა ბრძოლაში ჩაება ისინი, მაგრამ თვეების დაძაბული შეტაკებებისა და დიდი დანაკარგების შემდეგ, ის ისევ იბრძვის “ვაგნერის” რიგების შესავსებად.
ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რომ მისი ეჭვები საფუძვლიანია – რომ რუსეთის სამხედრო ისტებლიშმენტი იყენებს ბახმუტს, როგორც „ხორცსაკეპ მანქანას“, რათა შეამციროს მისი ძალები ან საერთოდ გაანადგუროს იგი, როგორც პოლიტიკური ძალა.
“ჩვენი შრომის დამსახურება არ არის ის, რომ ჩვენი მებრძოლები რაიმესგან არიან შექმნილნი, ისინი მზადდებიან ზუსტად იგივე ხორცისგან: ზუსტად იგივე ხელები, ზუსტად იგივე ფეხები და მათი 40% და 50% ზუსტად ისეთივე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, როგორიც ახლა მუშაობს”, – თქვა პრიგოჟინმა.
ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს მიაწოდეს ათასობით შაშხანა, რომელთა გამოყენებაც ომშია შესაძლებელი. მიაწოდეს ასევე სხვა შეიარაღება, მათ შორის დრონების დეტალები და ჯავშანჟილეტები. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს, ImportGenius-ის საბაჟო მონაცემების გაანალიზებით.
არსებული ინფორმაციით, მომარაგება ხდებოდა 2022 წლის ივნის-დეკემბერში. ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტორმა კომპანიამ, China North Industries Group Corporation Limited-მა, შაშხანები მიაწოდა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია Техкрим-ს.
Politico-ს მონაცემებით, CQ-A შაშხანები ამერიკული M16-ის მოდელის მიხედვითაა შექმნილი და დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც სამოქალაქო სანადირო იარაღი. ჩინეთში მას პოლიციას იყენებს, მას იყენებენ ასევე სამხედროები ფილიპინებიდან სამხრეთ სუდანამდე და პარაგვაიში.
ამას გარდა, თურქეთის გავლით რუსულმა კომპანიებმა ჩინური კომპანიებისგან დრონების დეტალების 12 პარტია და ჯავშანჟილეტები მიიღეს. კიდევ ერთმა ჩინურმა კომპანიამ რუსეთში ნოემბერ-დეკემბერში უპილოტო საფრენი აპარატების დეტალები გაგზავნა არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით.
ფრონტზე რუსეთის მხრიდან ჩინური წარმოების შეიარაღების გამოყენების დასტური არ არსებობს. თუმცა უკრაინაში ჩამოადგეს დრონი Mugin-5. კომპანია Mugin Limited-ში დაადასტურეს, რომ დრონი მათი წარმოებისაა და მომხდარს “უკიდურესად სამწუხარო” უწოდეს. „ჩვენ არ მივესალმებით გამოყენებას, გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლოს, რომ ეს შევაჩეროთ”, – განუცხადეს CNN-ს კომპანიის წარმომადგენლებმა.
ImportGenius-ის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა თურქული კომპანია Ariteks-ის მიერ წარმოებული 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანჟილეტების იმპორტი განახორციელა. მათი ნაწილი თურქეთიდან, ნაწილი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შევიდა. რუსეთმა ასევე შეიძინა ჩინური კომპანია Xinxing Guangzhou Import & Export Co-ს მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტები. ასევე ცნობილია, რომ 2022 წლიდან თავდაცვის კომპანია Рособоронэкспорт-ი მიკროჩიპების იმპორტს ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყნიდან – ჩინეთიდან, სერბეთიდან, მიანმარიდან.
19 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს და ასევე განიხილავს იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. დიპლომატის თქმით, მან ჩინეთის “კომუნისტური პარტიის” ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა კომისიის ოფისის ხელმძღვანელი ვან ი, მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შემთხვევაში, პეკინისთვის სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა.
მალევე CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ჩინეთის მთავრობა განიხილავს რუსეთისთვის არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების, არამედ საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდებასაც, უკრაინაში ომში გამოსაყენებლად. Der Spiegel-მა უფრო ადრე დაწერა, რომ აპრილის დასაწყისში ასამდე კამიკაძე დრონს აწარმოებდნენ რუსეთში შესატანად. რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ჩინეთის განზრახვაზე ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-იც წერდა.
ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა ნეიტრალიტეტის შესახებ და აღნიშნა, რომ არ ყიდის იარაღს კონფლიქტის ზონებში. ამავდროულად, აშშ შიშობს, რომ პეკინი ნამდვილად განიხილავს მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 17 მარტამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 163 320
ტანკი – 3 506
ჯავშანტექნიკა – 6 823
საარტილერიო სისტემა – 2 552
სარაკეტო სისტემა – 504
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 265
თვითმფრინავები – 305
ვერტმფრენი – 290
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 145
საკრუიზო რაკეტები – 907
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 401
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 258.