პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი

პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი – სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
უკრაინის დახმარებისთვის რუსეთმა სანქციები დაუწესა 23 მოქალაქეს გაერთიანებული სამეფოში, რომელიც შარშან თებერვალში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 17 მარტს გავრცელა, ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ლონდონის მხრიდან „უკრაინის სამხედრო და ტექნიკური მხარდაჭერის“ საპასუხოდ.
იმ პირებს შორის, ვისაც რუსეთმა სანქციები დაუწესა, არიან ბრიტანელი სამხედროები, პოლიტოლოგები, მოსამართლეები და ბრიტანეთის პენიტენციარული სისტემის თანამშრომლები.