65 წლის მასწავლებელი 4 ტყუპის ყველაზე ხანდაზმული დედა გახდა [Video]
ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელმა გერმანიიდან, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა უკრაინაში ჩაიტარა.
65 წლის ანაგრეტ რაუნიგკი ბერლინიდან, 19 მაისს, 4 ტყუპის – 3 ვაჟისა და 1 ქალის დედა გახდა. ტყუპები ვადაზე ადრე გაჩნდნენ. გოგონას ნეეტა დაარქვეს, ის 665 გრამს იწონის და ძმებთან შედარებით, ყველაზე პატარაა.
ანაგრეტმა ტყუპების გაჩენა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისმა უმცროსმა ქალიშვილმა ლელიამ, უმცროსი და ან ძმა ისურვა.
მხცოვანი ქალბატონის საქციელმა, გერმანიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ექიმებმა მკაცრად გააკრიტიკეს ანაგრეტის გადაწყვეტილება, რადგან სარისკოდ მიიჩნიეს დედის და შვილების ჯანმრთელობა.
ანაგრეტ რაუნიგკს სულ 17 შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავს.