მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
652 ინფიცირებული და 383 გამოჯანმრთელებული საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 5-ით გაიზარდა და 652 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 11-ით გაიზარდა და 383 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4 246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 394 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.