“66% თავს უმუშევრად თვლის, 82% -ის მდგომარეობა არ შეცვლილა” – NDI

საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები. შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩატარებულ კვლევას ასაჯაროებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური ვითარებას და უმუშევრობას კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

კვლევის თანახმად გამოკითხულთა 66% თავს უმუშევრად თვლის, ხოლოდ 82% მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა.

“წინა კვლევის მსგავსად გამოიხატა, რომ მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმება, მზარდი ფასები და სიღარიბე. 66% თავს უმუშევრად თვლის. მხოლოდ მესამედი თვლის, რომ 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომაროება გაუმჯობესდა. 2012 წლის შემდეგ 82% ამბობს, რომ მათ ოჯახებში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი პარლამენტში მეტი ქალის აუცილებლობაზეც საუბრობს”, -განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC – საქართველოს პრეზიდენტი კობა თურმანიძე აცხადებს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა და საკითხი არ შეცვლილა და ის კვლავ მნიშვნელოვნად რჩება.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.

კითხვაზე – რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას, ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიულ მთლიანობას და პენსიებს ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 ათას 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (სიდა) და ატარებს “სი-არ-არ-სი- საქართველო”.

მსგავსი პოსტები

Back to top button