მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

671 ინფიცირებული და ჩაკეტილი სოფელი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 404 პირი.

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეტასა და მუშევანში დაფიქსირდა. ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია და კონტაქტებიც მოძიებულია. შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 671 ადამიანიდან, 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button