მნიშვნელოვანისიახლეები

69 წლის ასაკში გარდაიცვალა მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე

69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე. ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.

ტრისტან სარალიძე დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ.

გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.

შესრულებული აქვს ათობით კინოროლი, განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში “სიყვარულის ყველას უნდა” შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა.

2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button