მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა “თალიბანი” შესაძლოა ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს

თალიბანის წარმომადგენლები მიწვეულები არიან სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზეც

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ურჩევენ ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღონ. შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების წარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა.

კაბულოვის თქმით, საკითხი სხვა უწყებებთანაც იყო შეთანხმებული.

“ეს [თალიბანის აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღება] აუცილებელია. ყველა მოსაზრება გავაცანით რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას. ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას”, – აღნიშნა კაბულოვმა.

რუსეთმა თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად 2003 წლის მარტში გამოაცხადა – ეს მოხდა ორი წლის შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ავღანეთში ძალაუფლება დაკარგა. 2021 წელს, თალიბებმა ავღანეთზე კონტროლი დაიბრუნეს მას შემდეგ, რაც ამერიკამ ქვეყნიდან ჯარი გაიყვანა. მას შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა უარი თქვა ამ ორგანიზაციის ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებაზე.
თუმცა, ბოლო წლებში რუსეთმა და თალიბანმა დაიწყეს მჭიდრო კავშირების დამყარება, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა რუსეთში ამ დრომდე აკრძალულია და ტერორისტულადაა გამოცხადებული, რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ინარჩუნებს კავშირს მასთან და დელეგაციებიც რეგულარულად ჩადიან რუსეთში.

რუსეთში თალიბანის დასახელების მიუხედავად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აგრძელებდა ისლამისტური დაჯგუფების წევრებთან კონტაქტს.

გარდა ამისა, თალიბანის დელეგაცია მე-15 რუსეთ-ისლამური სამყარო: ყაზანის ფორუმს. ჯგუფი ასევე მიწვეული იყო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად 5-8 ივნისს.
ავღანეთში, თალიბანის პირობებში, მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. საერო კანონმდებლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა შარიათის კანონით. დევნიან და საჯაროდ სიკვდილით სჯიან დისიდენტებს. ქალებს აკრძალული აქვთ განათლებისა და მუშაობის უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button