მნიშვნელოვანისიახლეები

,,ქვეყანა რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს”-წილოსანი

,,საერთოდ არაა სამხიარულო მისი ნათქვამი, რომ "ქვეყანას თავს შეაკლავს"-წილოსანი

რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი [მსხილაძე] და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილებოდა.

წილოსანის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მსხილაძე წარმოადგენს, „გადაწყვეტილი აქვს, რომ ისტორიაში სამარცხვინო ასოებით შევიდეს“.

„ბატონო გიორგი, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს უკვე გადაწყვეტილი რომ აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ უკვე, თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული? ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა ეხება უშუალოდ კანონს, რომელსაც თქვენ სრულად აბსურდული დასაბუთებით აპროტესტებთ. შეგიძლიათ თუ არა მომიყვანოთ კონკრეტული საჯარო წყარო და აქვე ველოდები ამ წყაროს დასახელებას, სადაც ჩვენ და ქართველი ხალხი ვნახავთ ყველა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას თავისი თანხებით, მიზნობრიობით მითითებულს, დონორებით და განხორციელებული პროექტებით? ველოდები საჯარო წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც თქვენ ამტკიცებთ, რომ გამჭვირვალეა სექტორი. შემდეგი კითხვა, ითვალისწინებს თუ არა კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ რაიმე სახის სასჯელს, გარდა ფინანსური სახდელისა, ადმინისტრაციული ჯარიმისა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია არ წარადგენს უბრალოდ ინფორმაციას მის მიერ მიღებული დაფინანსების და განხორციელებული პროგრამების შესახებ, ისიც წელიწადში ერთხელ. ასევე, პასუხებს ველოდები სამართლებრივს და არა პოლიტიკურს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდეთ თქვენი დანიშნულება რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებულნი პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი. პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

რუსულ კანონზე ხმის მიმცემი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, საერთოდ არაა სამხიარულო მისი ნათქვამი, რომ “ქვეყანას თავს შეაკლავს”.

წილოსანის განცხადებით, ამაზე სავსებით სერიოზულად ისაუბრა.

“ასეთ მხიარულ რეჟიმში ამ კითხვის დასმა, რომელზეც მე სერიოზულად ვისაუბრე, სრულიად არაადეკვატურია”, – უთხრა მან ჟურნალისტს.

კითხვას “ანუ აპირებს თუ არა თავის შეკვლას”, წილოსანმა აღარ უპასუხა.

დღეს, 27 მაისს წილოსანმა ომზე პროპაგანდისტული განცხადების კონტექსტში კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უთხრა – “თქვენი და თქვენი უფროსისგან განსხვავებით, ქვეყანა რომ რისკის და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button