საქართველოსიახლეები
695 ინფიცირებული და 425 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 425-ს აღწევს.
კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 360 პირი.
ინფორმაციისთვის, 695 ინფიცირებულიდან, 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.