მნიშვნელოვანისაქართველო

7-დან 11-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა მეტრო “ვარკეთილში”

ბოლო ინფორმაციით, 7-დან 11-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად.

ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს და წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 7 ადამიანის დაშავების შესახებ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერს რომ ჭერის ჩამოშლის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, “ყვარელმშენმა“ ჩაატარა.

განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო, დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და მოეწყო ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button