7–კაცა და 7–ქალა სამზადისშია [Photo]

ცნობილი გახდა ის შემადგენლობები, რომლითაც საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა სარაგბო ნაკრებები არაბეთის გაერთიანებული საამიროებში დაგეგმილ პრესტიჟულ 7-კაცა ტურნირში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ დუბაის 7-კაცა 3-5 დეკემბერს ჩატარდება. ეს შეჯიბრი მსოფლიო სერიის პირველ ეტაპს წარმოადგენს და მის პარალელურად სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობებიც ეწყობა.

ამ ტურნირებში ჩვენი ვაჟები “საერთაშორისო წვეულში” (International Invitational), ხოლო ქალები “ღია საერთაშორისოში” (International Open) ითამაშებენ.

ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, 2016 წლის სეზონისთვის მოსამზადებლად ტურნირი იდეალური საშუალებაა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, 7-ქალა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, 7–კაცა კი დღეს გაფრინდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24428″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button