მთავრობის გამოსაკვებად დახარჯული 70 ათას ლარამდე ლაგოდეხში

აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა – ირკვევა, რომ 2013-2014 წლებში ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათას ლარამდე დაიხარჯა თანამდებობის პირების გამოსაკვებად.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნაყიდია, კონიაკი, შებოლილი ხორცი, ყავა, შოკოლადი, ზეთისხილი, თამბაქო და სხვა პროდუქტები. გარდა ამისა, რესტორანში გაუმასპინძლდნენ რეგიონის გამგებლებს, გუბერნატორს და დეპუტატებს.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ არსებული პრობლემების ფონზე ბიუჯეტის თანხების კვებაში დახარჯვა არაგონივრულია და მისი გამოყენება სხვა მიმართულებით შეიძებოდა.

ვინ როგორ კითხულობს აუდიტის დასკვნას და რა რეაქცია აქვს საზოგადოებას?

მხარეთა პოზიციები სოფო სარალიძის რეპორტაჟში

მსგავსი პოსტები

Back to top button