7 მეტრიანი ნაგებობა ჰაერს სმოგისგან ასუფთავებს [Photo/video]

7 მეტრი სიმაღლის ნაგებობა, რომელიც პეკინის ქუჩებში გამოჩნდა, საათში 30 000 კუბურ მეტრ ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან ასუფთავებს. ე.წ. „სმოგის ცათამბჯენი“ დასუფთავებისთვის 1,400 ვატ ელექტროენერგიას იყენებს.

აღნიშნული ნაგებობა ჰაერს მტვრის PM10 და PM2.5 ნაწილაკებისგან ასუფთავებს.მოწყობილობა ამისთვის მაღალ წნევას იყენებს. გამოცემა CNN წერს, რომ ჰაერის გამწმენდი ტექნოლოგია Delft-ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარმა შეიმუშავა, მისი დიზაინი კი 2014 წელს, ჩინეთში აშენებული 32 სართულიანი სასტუმროს მსგავსია.

ამჯერად მოწყობილობა საპილოტე რეჟიმში ერთ-ერთ პარკშია დამონტაჟებული და მისი შემქმნელების განცხადებით, ჰაერის გასუფთავების მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს.

საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ ჰაერის გამწმენდი კოშკები პეკინის ქუჩებში სექტემბრიდან დაიდგმება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38282″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button