სტიქიის შედეგად ვანს 5 მლ–მდე ლარის ზარალი მიადგა

სტიქიის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 4 985 092 ლარი შეადგინა.

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ვანში მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ სულორის ხიდის წაღების გარდა, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორა და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ვანის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, გიორგი ჭიღვარიამ და ვანის გამგებელმა, ზაზა ხურციძემ სოფელ სულორში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

“სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, წყლის დონის დაწევისთანავე, ოპერატიულად ჩაერთო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა და ამ მომენტისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს,” – განაცხადეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button