მნიშვნელოვანისიახლეები

7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება

საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროცესი ამჯერად 7 ნოემბრის საქმეს ეხება. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება – მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე.

საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება.

ცნობისთვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი, ბექა ბასილაიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button