70 წლის ბებიამ თავისი ცეკვით მაყურებელი მოხიბლა

ჩინეთის მკვიდრი დაი დალი, სოლიდური ასაკის მიუხედავად, თავისი მოქნილობით გვაკვირვებს, – წერს გამოცემა Metro.

70 წლის ქალბატონი უჩვეულოდ ელასტიკურია. იგი საკუთარ სახლში ძელზე ვარჯიშობს.

„ჩემი ოცნებაა – მსოფლიოს დავანახო, რომ ჩინეთში ხანდაზმული ლედი ცხოვრობს, რომელიც ძელზე ცეკვებს ასრულებს“, – აცხადებს ტანმოვარჯიშე.

დალის ნიჭი უკვე ათასობით ადამიანმა შეაფასა, როცა მან მონაწილეობა ცნობილ შოუ – Asia’s Got Talent-ში მიიღო და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16469″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button