701 ინფიცირებული, 432 გამოჯანმრთელებული საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 7-ით გაიზარდა და 432 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3 890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 357 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან 3 ბოლნისის, 3 კი, – ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 1 ახალი პაციენტი მოათავსეს, რომლის მდგომარეობაც საშუალოზე მსუბუქია.
„გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის განსხვავება საკმაოდ სოლიდური რიცხვია, – 187-ით ჭარბობს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. 6 ახალი შემთხვევიდან, 3 უკავშირდება ბოლნისის კლასტერს, 3 კი, – ზუგდიდში დადასტურებულის კონტაქტებია. ისეთი ახალი პაციენტი არ გვყავს, რომლის წყაროც უცნობია. ჩვენს ცენტრში ამ 6 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ 1 პაციენტი მოთავსდა და ჩვენ გვყავს 31 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 7-დან 2 ჩვენი პაციენტია. 1 პაციენტი გვყავდა კრიტიკული, რომელსაც უკვე როგორც კრიტიკულს, აღარ მოვიხსენიებთ, ეს არის მძიმე ინტენსიური პაციენტი იმიტომ, რომ ჯერჯერობით შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს. ამიტომ მისი მდგომაროება კვლავ მძიმეა, ინტენსიური სიმძიმით ფასდება, ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს, ჯერ პროგნოზირება შეუძლებელია. გვყავს მხოლოდ 1 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც დინამიკაში დასტაბილურებულია და აღარ პროგრესირებს და დანარჩენი პაციენტების ძირითადი რაოდენობა საშუალო სიმძიმის არის. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. 2 არასრულწლოვანი გვყავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია”. – განაცხადა ეზუგბაიამ.
მოისმინეთ მარინა ეზუგბაიას ხმა.