საქართველოსიახლეები
713 ინფიცირებული, 475 გამოჯანმრთელებული საქართველოში

გასული საღამოს შემდეგ საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 713-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3 519 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 351 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.