საქართველოსიახლეები

723 ინფიცირებული და 495 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 723 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 10- ით გაიზარდა და 495 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 259 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 323 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button