საქართველოსიახლეები

728 ინფიცირებული და 509 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 728 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 509-მდე გაიზარდა.

stopcov.ge-ს თანახმად, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 3 511 ადამიანი იმყოფება. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 243 პაციენტი.

ქვეყანაში ვირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button