მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

730 ინფიცირებული და 522 გამოჯანმრთელებული საქართველოში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

„დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728 შემთხვევა, ახლა საქართველოში 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და სულ ამ ეტაპზე, 522 გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი.

ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე – საკარანტინო სივრციდან“, – აღნიშნავს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის.

„ჩვენთან კვლავ რჩება 35 პაციენტი, რადგან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და ერთი ახალი მივიღეთ, რომელიც არის მუშევანიდან. პაციენტი სოფელში დადასტურებულების კონტაქტია. მეორე ინფიცირებული რომელ ცენტრში მოთავსდა არ ვიცი, მაგრამ ის არის საკარანტინე სივრციდან“. – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button