750 ათას ლარიანმა არხებმა წყალი არ გაატარა [Photo-Audio]
ლაგოდეხში, ქიზიყის ქუჩაზე მცხოვრები ალბინა ქიტიაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქში ახლადმოწყობილი სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვს.
როგორც რადიო “ჰერეთს” ქიტიაშვილმა განუცხადა, შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა, რადგან ახალი არხი წყალს ვერ ატარებს და მოვარდნილი ნიაღვარი სახლს უტბორავს. დაზარალებული გამგეობისგან არხების გაწმენდას ითხოვს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მუშაობს, რომ ყველა სანიაღვრე არხი, რომელიც მოსახლეობას საშიშროებას უქმნის მოწესრიგონ.
ლაგოდეხში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია კომპანია “ლაგოდეხის ავტოგზამ ” განახორციელა, რომლის ღირებულებაც 750 ათასი ლარია.
სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დასრულდა.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6271″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]