სტიქიით დატბორილ აფენში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზარალს ითვლიან.
უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ნაკვეთები. დაიხოცა შინაუცი ფრინველი.
მოსახლეობა წელს სავარაუდოდ, ნესვისა და საზამთროს გარეშე დარჩება.
დაზარალებულთა ნაწილი სახლების დატბორვას მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს აბრალებს. ლაგოდეხის სამ სოფელში სპეციალური ტექნიკა მუშაობს/