79 წლის ვუდი ალენი კლდიდან ჩამოვარდა [Photo]
79 წლის ამერიკელ რეჟისორს, მალიბუში ფილმის გადაღების დროს, სველ ქვებზე ფეხი დაუსრიალდა და პატარა კლდიდან ჩამოვარდა, გადმოსცემს The Daily Mail.
ინციდენტის შედეგად, ამერიკული კინოს მეტრმა ფეხი დაიზიანა, მაგრამ ჰოსპიტალიზებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ფილმის გადაღების შეწყვეტა არ მოინდომა.
გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ალენის დასახმარებლად მსახიობი ჯესი აიზენბერგი მიიჭრა, რომელიც ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.
რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული ფილმის ირგვლივ, რომელსაც სახელწოდება ჯერ არ აქვს, სკანდალი აგორდა. თითქოს, პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ბრიუს უილისმა, მოუცლელობის გამო, პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მაგრამ ჟურნალისტებმა ეს ვერსია გააქარწყლეს და განაცხადეს, რომ ალენმა უილისი თვითონ გაათავისუფლა იმიტომ, რომ „კერკეტი კაკალი“ როლის ტექსტს ვერ იმახსოვრებდა.
ვუდიალენი (ინგლ. Woody Allen, დაბადებითალენსტიუარტკონიგსბერგი; დ. 1 დეკემბერი, 1935, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარის ავტორი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსი, რომლის უამრავმა ნაშრომმა დ აორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. რეჟისორს 48 წლის განმავლობაში, 74 ფილმი აქვს გადაღებული. იგი დაჯილდოებულია „ოსკარითა“ და „ოქროს გლობუსით“.