ვარშავაში ტოლერანტობის ცისარტყელას დემონტაჟი დასრულდა [Video/Photo]
27 აგვისტოს ღამით, ვარშავაში, მაცხოვრის მოედანზე ცისარტყელას ინსტალაცია დაშალეს, რომელიც ლგბტ-თემის წარმომადგენელთა მიმართ ტოლერანტობის სიმბოლოდ ითვლებოდა, – გადმოსცემს ABC News.
ინსტალაცია ნაირფერი ხელოვნური ყვავილებისგან შექმნილ თაღს წარმოადგენს. იგი, 2010 წელს, მხატვარმა იულიტა ვუიჩიკმა შექმნა.
გაზეთ The Time-ზე დაყრდნობით, საზოგადოება და კონსერვატორი პოლიტიკოსები კონსტრუქციის დემონტაჟს რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ. ლგბტ-პროპაგანდის მოწინააღმდეგე პოლონელმა ნაციონალისტებმა ცისარტყელა 6-ჯერ დაწვეს.
ინსტალაციის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი შექმნისას, ლგბტ თემის წარმომადგენლებზე სულაც არ უფიქრია. მისთვის ცისარტყელა ახალი ეპოქის, სოციალური ცვლილებების, თანამშრომლობისა და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16418″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]