“8 ადამიანი იმყოფებოდა საწყობში, სადაც ვეფხვი აფარებდა თავს”
ქართული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც თეთრი ვეფხვი აფარებდა თავს.
“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ლიკვიდირებული ალბინოსი ვეფხვი 112-ის ბრიგადამ საწყობის ტერიტორიიდან გაიყვანა. ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
“ნეტგაზეთის” ცნობით, კი რომელიც თვითმხილველის, ალექსანდრე შაკულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე მუშაობს, საწყობში, სადაც ვეფხვი იმალებოდა, 8 ადამიანი ალაგებდა, რა დროსაც ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა. მუშებმა გამოსვლა მოასწრეს, მხოლოდ ერთი ვერ გამოვიდა. შაკულაშვილი ამბობს, რომ როცა სასწრაფომ წაიყვანა დაშავებული, გონება დაკარგული ჰქონდა.
ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერის დავით ნარმანია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.